|
2023-02-01 23:39:39, 1677 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ის რომ ყველაზე რთულ დროს ქვეყანა ფიზიკური განადგურებისგან გადავარჩინეთ, მომავალი თაობების წინაშე იქნება ძალიან დიდი საქმე
როდესაც მაღალი ტრიბუნიდან ასეთი არასწორი ინფორმაციები გვესმის ეს ამყარებს მხოლოდ იმ ერთადერთს და უალტერნატივო ვერსიას, რომ მიდის უდიდესი კამპანია საქართველოს ომში ჩასართავად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებებს ასე თამამად და დამოუკიდებლად ვერ მიიღებდნენ, რომ არა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში თანაზიარია. „ამით ვიამაყებ სარკესთანაც რომ დავდგები, ჩემი შვილის წინაშეც და ჩვენი საზოგადოების წინაშეც, რომ მე ვიყავი იმ გადაწყვეტილებების თანამონაწილე და ჩვენ ვართ იმ გადაწყვეტილებების ავტორი, რომელიც უალტერნატივო ამბავია, სხვანაირად ვერ შეაფასებ, რაც წერია ფურცელზე ფაქტია. ყველაზე კარგი კიდევ ის არის, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს ასე თამამად, ასე მძლავრად, ასე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებლად ამ ქვეყანაში ვერ მივიღებდით, რომ არა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში თანაზიარია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)