|
2015-02-07 10:01:46, 1075 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: მევალება სტრასბურგის სასამართლოში ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა
„მევალება სტრასბურგის სასამართლოში ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. წულუკიანის თქმით, საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ბოლომდე გამოიძიოს. „ზურაბ ვაზაგაშვილის სამქე უკვე დიდი ხანია სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი და მე , როგორც იუსტიციის მინისტრი წარმოვადგენ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში და მე დღეს რამდენად აბსურდულადაც არ უნდა ჟღერდეს, მევალება სტრასბურგის სასამართლოში ეს საქმე დავიცვა და ვთქვა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში არ დარღვეულა სიცოცხლის უფლება. ეს არის აბსურდი. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ეს საქმე გამოვიძიეთ, სწორედ ამით არის პროკურატურა ამჟამად დაკავებული, რომ საქართველოს საერთაშორისო ასპარზზე სტრასბურგის სასამართლოში , არ მოგვეცხოს კიდევ ერთი უპატიებელი ლაქა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება გვაქვს ეს საქმე გამოვიძიოთ“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)