|
2015-02-06 20:47:33, 1343 ნახვა
სამართალი
ლიკანში დაჭრილი პოლიციელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ლიკანში დაჭრილი პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს"რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ხურციძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, ბერუაშვილი დაახლოებით, ნახევარი საათის წინ ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)