|
2023-01-10 00:22:34, 2068 ნახვა
სხვადასხვა
ნიდერლანდებმა ტელეარხ Дождь -ს მაუწყებლობის ლიცენზია მისცა
ნიდერლანდებმა ტელეარხ «Дождь» -ს მაუწყებლობის ლიცენზია მისცა. ამის შესახებ Dozhd-ის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ ჟურნალისტ ალექსანდრე პლუშევს განუცხადა. მან უარი თქვა შემდგომ კომენტარზე. 6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა განაცხადა. მისი სიტყვებით, „სხდომაზე შეფასდა ვითარება, გადაწყდა რუსული დამოუკიდებელი ტელეარხის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება“. მანამდე ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა, ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებაში სიტყვა „ჩვენის“ გამოყენების გამო. 1 დეკემბერს საღამოს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს. მომდევნო დღეს, 2 დეკემბერს, ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)