|
2022-12-26 23:26:34, 2111 ნახვა
სხვადასხვა
2025 წლის იანვრიდან ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან, ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობს, ვალდებულება ექნება, რომ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიაროს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ხუთი საერთაშორისო კომპანიიდან შეეძლებათ. "სამედიცინო დაწესებულებებს საერთაშორისო აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლონ. ეს ჩვენს მიერ შეთავაზებული ხუთი მააკრედიტებელი საერთაშორისო კომპანიიდან იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)