|
2022-12-19 11:11:01, 2017 ნახვა
სხვადასხვა
Huawei მეორადი სანქციების საფრთხის გამო რუსეთში 2000 თანამშრომლით განყოფილებას ხურავს
ჩინური კომპანია Huawei ხურავს რუსეთში მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კორპორატიული გაყიდვების განყოფილებას, წერს კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით. ამ განყოფილებაში - Enterprise Business Group - დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მუშაობდა, ახლა მათ სთავაზობენ დსთ-ს ქვეყნებში გადასვლას ან სამსახურიდან გათავისუფლებას. გადაწყვეტილება დაკავშირებულია მეორადი სანქციების რისკებთან, რადგან აღჭურვილობის გამოყენება შესაძლებელია საჯარო სექტორში, განმარტავს წყარო. გამოცემის თანამოსაუბრემ, კომპანიასთან დაახლოებულმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების უმეტესობა დატოვებს განყოფილებას, მაგრამ განმარტა, რომ ოფისი ნომინალურად დარჩება: „კომპანია მზადაა დაბრუნდეს, თუ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები შეჩერდება“. ამავდროულად, კომპანია მზად არის გააგრძელოს სამომხმარებლო ელექტრონიკის გაყიდვა რუსეთში, განმარტავს კომერსანტის წყარო. ამ საკითხზე Huawei-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინაში რუსული შემოჭრის დაწყებიდან, ჩინურმა ბრენდებმა დასავლეთის სანქციების შიშით, კონფლიქტში რუსეთის პირდაპირ მხარდაჭერას ერიდებიან. ბევრი მათგანი ფარულად ტოვებს რუსულ ბაზარს ან წყვეტს თანამშრომლობას. გამონაკლისი არის საავტომობილო ინდუსტრია, სადაც ჩინეთი აძლიერებს თავის ყოფნას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)