|
2015-02-06 15:54:39, 1943 ნახვა
მსოფლიო
ტაივანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა
ტაივანში ავიაკომპანია „ტრანსაზია ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება. „შავი ყუთის“ შესწავლის შედეგად, ტაივანის საავიაციო უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ აფრენიდან 2 წუთში თვითმფრინავის ორივე ძრავა მწყობრიდან გამოვიდა. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები ცდილობდნენ ძრავის გადატვირთვას, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი 4 იანვარს ტაივანის დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. თვითმფრინავის ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 53 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იყო. ბოლო ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად 35 ადამიანი გარდაიცვალა, 15 გადარჩა, დანარჩენები კი, ამ დრომდე დაკარგულებად ითვლებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)