21:39 - 22 Jul, 2026
|
2022-11-30 19:28:01, 2418 ნახვა
სხვადასხვა
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ძიან ძემინი გარდაიცვალა
ჩინეთის ყოფილი პრეზიდენტი ძიან ძემინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩინეთის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 1993 წლიდან 2003 წლამდე იყო. ის მუდმივად ატარებდა დენ სიაოპინგის პოლიტიკას „ჩინური მახასიათებლებით სოციალიზმის“ აგების შესახებ, რაც გულისხმობდა ლიბერალურ რეფორმებს ეკონომიკაში, ხოლო პოლიტიკურ სფეროზე პარტიული კონტროლის შენარჩუნებას. ძიან ძემინი საზოგადოებაში 2019 წლის შემდეგ არ გამოჩენილა. ჭორები პოლიტიკოსის ავადმყოფობის შესახებ გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ის არ დაესწრო 2021 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ასი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, პოლიტიკოსი ლეიკემიით მკურნალობას გადიოდა და შინაგანი ორგანოების ფუნქციური უკმარისობა აღენიშნებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)