|
2022-11-28 23:05:59, 1706 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში
პუტინი ცდილობს, გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში. - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს დარტყმას უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების მიზნით. " ზამთრის მოლოდინში ამით, პუტინი ცდილობს გამოიყენოს ზამთარი, როგორც იარაღი უკრაინასთან ომში,ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს მოგების უფლება მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს დაანახვებს ავტორიტარულ მმართველებს მთელს მსოფლიოში, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის მეშვეობით და გახადონ ეს სამყარო უფრო საშიში ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ, უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)