|
2022-11-28 22:15:07, 1017 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - განვიხილავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს
განვიხილავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს. - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განახხადა. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. "რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ შევქმენით ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის საფრანგეთის ხელმძღვანელობით აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები გვეხმარებიან ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია იმისა, რომ NATO აქ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მოკავშირეების დასაცავად. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)