08:47 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 19:41:03, 3266 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გააგზავნის

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია  „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.

მისივე თქმით, კანონპროექტი მესამე მოსმენით აღარ იქნება განხილული და პროექტი სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეცემა.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას. იმისთვის, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად შეფასდეს სამართლებრივად და დაჩქარდეს პროცესი“. - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics