09:42 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 18:21:16, 1698 ნახვა

ომი უკრაინაში
ერდოღანი - უკრაინის საკითხში დიპლომატია ეფექტურია

უკრაინის საკითხში დიპლომატია ეფექტურია. - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "მარცვლეულის შეთანხმება“ და პატიმრების გაცვლა ადასტურებს დიპლომატიური გზებით, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას.  

"ორივე ქვეყნის ლიდერებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება უკრაინასთან დაკავშირებით. "მარცვლეულის შეთანხმება" და პატიმრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, ადასტურებს უთანხმოების დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობას". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics