|
2022-11-28 14:24:15, 771 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი - ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო
ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. დავითულიანი ევროპელი კოლეგების მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ და პუტინის პატიმრად მიაჩნიათ და აღნიშნა, რომ ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა. მისივე თქმით, არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე. „ძალიან მარტივად ვიტყვი რომ ტყუიან, პუტინის პირადი პატიმრობა საერთოდ რა შუაშია არ ვიცი, ევროპარლამენტარების მხრიდან ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. ყველა სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ იმ დიდ სცენარში, მიხეილ სააკაშვილი დიდი რევოლუციონერივით რომ გადმოვიდა საზღვართან მხოლოდ ესეც კმარა იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცა. ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)