|
2022-11-24 23:35:06, 1885 ნახვა
ომი უკრაინაში
გონჩარენკო - სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან, მოლაპარაკება არ შედგება
სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან, მოლაპარაკება არ შედგება. - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი თავად აღიარებს, რომ ტერორისტია, რადგან ის, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ, ტეროროსტული აქტია. "რუსეთი თავად აღიარებს, რომ ტერორისტია, რადგან ის, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, ტეროროსტული აქტია. არანაირი მოლაპარაკება არ შედგება, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. მათ ულტიმატუმს არ ვეთანხმებით. ჩვენი მოთხოვნაა, გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. ჩვენ არ ვართ მზად, რომ რუსეთის ულტიმატუმებს დავთანხმდეთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე გავანაგურებთ". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)