|
2022-11-24 18:43:06, 1734 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში 23 ნოემბერს რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
23 ნოემბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. - ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსპიკერმა, ალექსანდრე ხორუნჟიმ განაცხადა. მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად 55 ადამიანი დაშავდა. " 23 ნოემბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 55 კი - დაშავდა, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში უკრაინის 8 რეგიონსა და ქალაქ კიევზე მიიტანეს. დაზიანებულია 36 ობიექტი. მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, კერძო საცხოვრებელი კორპუსები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)