15:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 18:37:16, 1608 ნახვა

ომი უკრაინაში
ტიმოშენკო - ელექტროენერგიის მიწოდება უკრაინის ყველა რეგიონში აღდგა

ელექტროენერგიის მიწოდება უკრაინის ყველა რეგიონში აღდგა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო ავრცელებს.

მისივე თქმით, პირველი რაც აღდგა, იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

"პირველი რაც აღდგა, იყო კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამ დროისთვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ქსელთან კავშირი თანდათან გრძელდება". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics