15:52 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 16:31:41, 1148 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი - იყო სურვილი, რომ საქართველო დაჰყოლოდა დამღუპველ მოთხოვნებს, რაც რუსეთთან ომის დაწყებას ან სანქციებში ჩართვას გულისხმობდა

კანდიდატის სტატუსის არ მოცემა იყო სურვილი,რომ საქართველო დაჰყოლოდა დამღუპველ მოთხოვნებს, რაც რუსეთთან ომის დაწყებასა ან ორმხრივ სანქციებში ჩართვას გულისხმობდა, - ამის შესახებ პარტია "ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.  

"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული სუბარი ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანას მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მიუღიათ.

"კანდიდატის სტატუსისთვის ასეთი მცირე ვადა მოგვცეს და კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს ეს იყო სურვილი, რომ წნეხი განხორციელებულიყო და საქართველო დაჰყოლოდა ქვეყნისთვის დამღუპველ მოთხოვნებს,რაც რუსეთთან ომის დაწყებას ან ორმხრივ სანქციებში ჩართვას გულისხმობდა. რადგანაც ნახეს რომ მათი სურვილები არ შესრულდა ვადა გადაწიეს რაც კარგია. წლის ბოლომდე დარწმუნებული ვარ ეს მოთხოვნები იქნება შესრულებული. კანდიდატის სტატუსი აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანას და ათობით წლები აქვთ რამდენიმე მათგანს მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მიუღიათ." - განაცხადა სოზარ სუბარმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics