05:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 15:57:06, 857 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - ზურაბიშვილის სიტყვებს თუ ქმედება არ მოჰყვება, მხოლოდ სიტყვებს არანაირი დატვირთვა არ აქვს

ზურაბიშვილის სიტყვებს თუ ქმედება არ მოყვება, მხოლოდ სიტყვებს არანაირი დატვირთვა არ აქვს, - ასე აფასებს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტის გაკეთებულ განცხადებებს. 

ხოშტარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის შესაბამისმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის წინ სვლას და ნიკა გვარამიას საპატიმროდან განთავისუფლება.

"ზურაბიშვილის სიტყვებს თუ ქმედება არ მოჰყვება, მხოლოდ სიტყვებს არანაირი დატვირთვა არ აქვს,პირიქით ეს არის ილუზიის გამყარება თითქოს სწორი პოზიცია აქვს და ამ დროს ქვეყნის ტრაექტორია არ იცვლება.სალომე ზურაბიშვილი კარგია თუ ცუდია ამაზე ხომ არაა,ქვეყანა წინ მიდის თუ არა ამაზეა და გვარამია ზის თუ არა მაგაზეა",- განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის ,სალომე ზურაბიშვილმა მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ პარტიულ ინტერესებზე წინ,უნდა დაყენდეს ქვეყნის ინტერესი,მაგრამ ეს ყველაფერი ვერ ხერხდება,იქიდან გამომდინარე,რომ ქვეყანას არ გააჩნია ძლიერი ინსტიტუტები,არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები,რაც არის მართლმსაჯულება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics