15:52 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 15:03:43, 1754 ნახვა

ომი უკრაინაში
„არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს“ - ევროკავშირი სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი, უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტს ამზადებს,- ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს იმისთვის, რომ რუსეთს „კიდევ უფრო მეტად დაუქვეითოს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარი“.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დავარტყათ რუსეთს, ყველაზე მტკივნეულ ადგილას, რათა კიდევ უფრო მეტად დავაქვეითოთ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების უნარი. დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მეცხრე პაკეტზე“,- განაცხადა ლაიენმა.

მისივე თქმით, მალე შესაძლებელი იქნება რუსული ნავთობის ფასების გლობალური ლიმიტის დამტკიცება G7-თან და სხვა მსხვილ პარტნიორებთან.

“ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს”,- დასძინა ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics