15:51 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 13:12:38, 850 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - საქართველოს ინტერესები პარტიულზე წინ უნდა დავაყენოთ, სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით

შეთანხმება ნიშნავს,რომ პარტიები შეძლებენ დააყენონ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე, სამწუხაროდ ეს ჩვენ ვერ შევძელით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მართმსაჯულების რეფორმის შესახებ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანას არ გააჩნია ძლიერი ინსტიტუტები, არც მათი პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება.

"ნათელი არის, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა არის მთავარი და მთავარია რატომ? იმიტომ რომ ეს არის გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. 

მოსმენების აუცილებლობის ან არა აუცილებლობის დადგენა, სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავდე ვეტო. შეგეძლოთ, ერთმანეთთან შეთანხმება და კონსენსუსიც მიღწევა. 

ეს კონსენსუსის მიღწევა არის მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი იქნება ფუჭი, რადგან ვერაფერზე შევთანხმდებით და ეს შეთანხმება ნიშნავს,რომ პარტიები შეძლებენ დააყენონ წინ საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე, სამწუხაროდ ეს ჩვენ ვერ შევძელით და ეს არის ის, რაც გვაფერხებს. 

ჩვენ არ გაგვაჩნია ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება",- განაცხადა პრეზიდენტა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics