|
2022-11-24 09:30:50, 1514 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა გაეროს სთავაზობს მიიღოს რეზოლუცია, რომელიც ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას გმობს
გაერო-მ უნდა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც დაგმობს ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უშიშროების საბჭომ ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებებს მკაფიო შეფასება უნდა მისცეს, გაეროს წესდების მეშვიდე ნაწილის შესაბამისად. „უშიშროების საბჭომ უნდა მისცეს მკაფიო შეფასება ტერორისტული სახელმწიფოს ქმედებებს გაეროს წესდების მეშვიდე ნაწილის შესაბამისად. უკრაინა სთავაზობს უშიშროების საბჭოს მიიღოს ასეთი რეზოლუცია, რომელიც ენერგეტიკული ტერორის ნებისმიერ ფორმას გმობს. ვნახოთ, შეუძლია თუ არა მსოფლიოში ვინმეს, რუსეთთან ერთად, თქვას, რომ ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კარგია“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ტერორისტულმა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში მისი აგრესიისადა მისი ტერორის საკითხებზე. „ჩიხია, როდესაც ის, ვინც ომი გამოიწვია დავინც ტერორზეა პასუხისმგებელი, ბლოკავს გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ მცდელობას, შეასრულოს თავისი მანდატი. სისულელეა, რომ ვეტოს უფლება აქვს მას, ვინც კრიმინალურ ომს აწარმოებს. აუცილებელია მსოფლიოს ამ ჩიხიდან გამოყვანა. აბსოლუტურად შესაძლებელია. მსოფლიო არ უნდა იყოს საერთაშორისო ტერორისტის მძევალი. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრო გენერატორი გაერო-ს წესდებაზე უფრო მძლავრ და საჭირო იარაღად იქცეს. ჩვენ უნდა და შეგვიძლია დავუბრუნოთ რეალური მნიშვნელობა ყველაფერს - და უპირველეს ყოვლისა გაერო-ს წესდებას“,- დასძინა ზელენსკიმ.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)