|
2022-11-24 09:03:01, 1786 ნახვა
ომი უკრაინაში
Politico - ბრძოლის ველზე დამარცხების შემთხვევაში, რუსეთი ქიმიური იარაღის გამოიყენებას განიხილავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა პირველად გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში, თუ მისი ჯარები გააგრძელებენ ბრძოლის ველზე დამარცხებას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. Politico-ს ანონიმურობის პირობით, რამდენიმე წყარო უყვება, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მოკავშირეების მზადყოფნას, ისევე როგორც ახალი რესურსების მობილიზებას, თუ კი ბირთვული საფრთხე რეალური გახდება. გამოცემის წყაროები შეერთებული შტატებისა და თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. თუმცა, შეერთებულ შტატების დაზვერვა მიიჩნევს, რომ ასეთი თავდასხმა უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა.. "ფაქტობრივად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბევრ ოფიციალურ პირს მიაჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებები ზამთრის თვეებში შეწყდება და ვერც ერთი მხარე ვერ შეძლებს მრავალი პოზიციის დაკავებას. მაგრამ ბრძოლის ველზე დანაკარგების გაგრძელების ან რუსული არმიის სრული დაშლის შემთხვევაში, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოსკოვმა შეიძლება მიმართოს ქიმიური იარაღის გამოყენებას“, წერს Politico. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი ხანია იცის, რომ რუსეთი ინვესტიციას ახორციელებს ქიმიური იარაღის შესაძლებლობების გაზრდაში. ამერიკელი კონგრესმენის თანაშემწის თქმით, ამ შემოდგომაზე სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის მარაგებისა და უკრაინაში არსებული საფრთხეების შესახებ. Politico იუწყება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ავითარებს გეგმებს ადრეული გამოვლენის სისტემებისა და ნიღბების წარმოების შესაძლებლობებში, ინვესტიციების გაზრდის მიზნით.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)