06:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 12:53:37, 932 ნახვა

პოლიტიკა
მუმლაძე - ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიას აქციებით დავიწყებთ

 ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, აუცილებლად დაიწყება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანია,- გიორგი მუმლაძემ პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე საკუთარი გეგმა წარადგინა და აქციები დაანონსა. 

როგორც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა აღნიშნა, ახლა საჭიროა ახალი ხედვები, რათა თანამედროვე სტანდარტის დანერგვით "ნაციონალური მოძრაობა" "რუსული რეჟიმის მთავარი ჩამნაცვლებელი გახდეს".

"19 წლის წინ, აქ საქართველოს ბედი გადაწყდა და მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას. ჩვენ ეს გზა უნდა გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ- საქართველოში უნდა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი. ამიტომ, ყველაზე დიდი იარაღი არის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გახდეს ეფექტური და აქტიური პოლიტიკაში. მთავარი, რაც იქნება ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, აუცილებლად დაიწყება კამპანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ეს იქნება რუსი ოლიგარქის იძულებს კამპანია, რომელიც მიემართება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო აქციების დაწყებით. ახლა საჭიროა ახალი ხედვები, თანამედროვე სტანდარტის დანერგვით, "ნაციონალური მოძრაობა" გახდეს მთავარი ჩამნაცვლებელი ამ რუსული რეჟიმის",- განაცხადა მუმლაძემ. 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

ნიკა მელიას თქმით, კანდიდატების რაოდენობა კიდევ შემცირდება და საბოლოოდ, მხოლოდ ხაბეიშვილთან "იპაექრებს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics