|
2022-11-22 23:03:31, 1233 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე ხაბეშვილზე - მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს
მიმაჩნია, რომ ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს. - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს კამპანია რომ გაიხსნება, მერე ალბათ უფრო მეტი გახდება ცნობილი. "მე არ ვიცი ვის ვინ უჭერს მხარს, ყოველ შემთხვევაში, ეს ლევანის ხაბეიშვილი გადასაწყვეტია ვის გამოიყვანს ასპარეზზე, რა დოზით უჭერენ მხარს, როგორ უჭერენ, რა არის არის მისი დამოკიდებულება. მე ვერ გეტყვით, ეს კამპანია რომ გაიხსნება, მერე ალბათ უფრო მეტი გახდება ცნობილი, მაგრამ მე ლევანს, როგორც ანტიკორუფციულ აქტივისტს ვცემ ძალიან დიდი პატივს, ის ჩვენი დეპუტატია, ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მას კვალიფიკაცია, რაც უნდა ჰქონდეს თავმჯდომარეს, გაცილებით ნაკლები ხარისხით აქვს, თავმჯდომარისთვის, თორემ მე არ ვამბობ კონკრეტულად პოლიტიკოსისთვის, ვიდრე შეიძლებოდა მე მესურვა, ვთქვათ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)