06:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 22:13:22, 970 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიას - იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე

იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავჯდომარის არჩევნების პროცესსა და ნიკა მელის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მხოლოდ რუს ოლიგარქ ივანიშვიკს ებრძვის.

"მე დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვარ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. ჩემს უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი თუ ყველა მხარს უჭერს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics