07:40 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 14:19:33, 689 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე - ვენეციის კომისიის დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოს მთავრობისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის მიღებამდე მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სფეროს ექსპერტებმა გადახედონ.

კელი დეგნანის განცხადებით, ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვისა და პარლამენტისთვის.

"როდესაც ეს მოდის ევროკომისიის დელეგაციის მხრიდან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან, ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ეს რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, იყო გარკვეული დაბნეულობა, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვერსია, რომელიც შემუშავდა უკრაინაში, უკან გაიტანეს ვენეციის კომისიიდან. შესაბამისად, ვენეციის კომისიასთან არ არის მოთხოვნა არცერთი კანონის განხილვასთან დაკავშირებით, არც საქართველოდან, არც უკრაინიდან. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი და ფასეული, რომ ვენეციის კომისიის სფეროს ექსპერტებმა მიღებამდე გადახედონ კანონპროექტებს ეს არის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი სფერო კანონისთვის და ექსპერტების დასკვნის მიღება იქნება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს პარლამენტისთვის", - განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics