|
2022-11-22 13:38:31, 1619 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 33 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 33 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- ამის შესახებ საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისარმა, ოლეგ კოტენკომ განაცხადა. კოტენკოს თქმით, უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნებაზე რეინტეგრაციის სამინისტრო მუდმივად მუშაობს. "ცხედრების გადაცემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი მუდმივად გრძელდება. ჩვენ ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ დამცველების ცხედრები ოჯახებს, რათა მათ შეძლონ ადეკვატურად მიაგონ პატივი მათ ხსოვნას", - განაცხადა კოტენკომ. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ კიდევ 38 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)