|
2022-11-21 19:21:56, 1066 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება
ვალერი გელბახიანის განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, თავად სააკაშვილის ინტერესებსაც უპირისპირდება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იუსტიციის სამინისტრომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა. „როგორ ჩანს, ვალერი გელბახიანმა სტრატეგია აირჩია, როცა არასერიოზულობით და სკანდალური განცხადებებით ყურადღების მიქცევას ცდილობს საკუთარ პერსონაზე, როგორც ადვოკატზე. მის მიერ გაკეთებული განცხადებები არათუ რეალობასაა მოწყვეტილი, არამედ თავად სააკაშვილის ინტერესებსაც გარკვეულ შემთხვევებში უპირისპირდება. იუსტიციის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბრალდებების საპასუხოდ კვალიფიციური ექსპერტიზა ჩატარდეს. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა სააკაშვილმა განცხადება“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)