15:39 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 17:05:22, 829 ნახვა

პოლიტიკა
მთავარი შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ

მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია ბიზნესის წარმომადგენლების ფართო წრეს შეხვდნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ასევე განხილულ იქნა კანონმდებლობის აღსრულების პროცესი და ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები. 

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2 ახალი ტექნიკური რეგლამენტი,რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს. ახალი რეგულაციები ძალაში 1 იანვრიდან შევა, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ სიახლეებს ბიზნეს სექტორი მომზადებული შეხვდეს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული სხვადასხვა სექტორული და არასექტორული ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ფედერაციების, მათ შორის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, ევროპული ბიზნეს ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, რითეილ ასოციაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის და სხვა ასოციაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი უფლებების კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად" ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (ჩIPE).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics