|
2022-11-21 16:13:01, 1594 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი სააკაშვილზე - არ მინდა, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი
არ მინდა, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს. ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, „თქვენ შეიძლება, ეს მოითხოვოთ. თქვენ იყავით საგარეო მინისტრი მის ადმინისტრაციაში“, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება, სააკაშვილს კი კვლავ ასამართლებენ. „მე არ მაქვს ეს ძალაუფლება ძალიან მარტივი მიზეზით, მისთვის სასჯელის მისჯის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მას ჯერ კიდევ ასამართლებენ. ასეთი კანონია საქართველოში, რომ შეწყალება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდება“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, კითხვაზე, „შეიწყალებდით სააკაშვილს, როდესაც ყველაფერი დასრულდება“, მან აღნიშნა, რომ საკმაოდ ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ შეიწყალებს სააკაშვილს. „ეს სხვა საკითხია. მე საკმაოდ ვრცლად ავხსენი საქართველოში, რატომ არ შევიწყალებ მას, რადგანაც ეს არის პოლარიზაციის მთავარი ფაქტორი. თქვენ ვერ იპოვით მისი რეჟიმის დროს მცხოვრები ოჯახებიდან ერთსაც კი, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში ყოფნა. ამიტომ მე არ მინდა, ვიქცე მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტად. მეორე მხრივ, მე ვარ სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც არ სურს, ექსპრეზიდენტი მოკვდეს ციხეში ან მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამიტომ ძალიან ყურადღებით ვაკვირდები ყველა სამედიცინო დასკვნას. ველოდებოდი დღეს საერთაშორისო სამედიცინო გუნდის კიდევ ერთ დასკვნას, მაგრამ ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. საჯაროდ ვამბობ საქართველოში, რომ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოხდეს ან არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი, რათა მას მიეცეს საშუალება დამატებითი შემსუბუქების საავადმყოფოში, სადაც ის ექვსი თვეა, არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“,- დასძინა ზურაბიშვილმა.
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)