|
2022-11-21 11:41:27, 2234 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
ოქტომბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით სუსტი იყო, განსაკუთებით ექსპორტის ნაწილში. დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ტურიზმის შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით და გზავნილები რუსეთიდან გადმორიცხვების შესწორების გათვალისწინებითაც კი ძლიერი იყო. მთლიანობაში, ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსი, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, დამატებით გაუმჯობესდა. სეზონური შესწორების გარეშე კი, ანუ ფაქტობრივად, გაუარესდა. თუმცა, როგორც „თიბისი კაპიტალის“ წინა პუბლიკაციებშია აღნიშნული და ამავე მიმართულებით ლარის კურსის ბოლოდროინდელი დინამიკაც მიუთითებს, ლარის კურსის სეზონურობის მხრივ, ბიზნესისა და მოსახლეობის უფრო მაღალი აღქმადობის გამო, მისი სეზონური მერყეობა უკვე ნაკლებად რელევანტურია. გასულ კვირაში, ასევე, გამოქვეყნდა დასაქმების მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ მე-3 კვარტალში მკვეთრი გაუმჯობესება დაფიქსირდა. თანაც, ეს იმ ფონზე, როდესაც დასაქმების ამ სტატისტიკაში მიგრანტების ბოლოდროინდელი ნაკადი არაა გათვალისწინებული და ასევე, როგორც ჩანს, ემიგრაცია წელსაც საკმაოდ მატერიალურია. გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)