|
2022-11-21 09:36:58, 1653 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვის რეგიონში ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს
ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რომ შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობს და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს.
"კუპიანსკის რაიონის შევჩენკოვოს ურბანული ტიპის დასახლება - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს", - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო არმია აგრძელებს ხარკოვის რეგიონის დაბომბვას. გასული დღის განმავლობაში კუპიანსკის, ჩუგუევსკის და იზუმსკის რაიონები დამპყრობლების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო . უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ რუსებმა ორი სარაკეტო შეტევა განახორციელეს ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. 17 ნოემბერს დამპყრობლებმა ხარკოვის რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)