|
2022-11-20 14:11:23, 1744 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ომი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდეს, - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვოლოდიმირ გავრილოვს, რომლის ვარაუდითაც, ომი მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება. ერმაკის თქმით, მსგავსი პროგნოზი "ოცნებასავით ჟღერს", რადგან ომის დასრულება გავრილოვის მიერ გამოცხადებულ ვადებში ძნელად შესაძლებელი იქნება. "უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ეს ფრაზა როგორც ოცნება ისე ჟღერს. რა თქმა უნდა, მილიონობით უკრაინელი ოცნებობს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, თუმცა მე უფრო რეალისტი ვიქნები. არ ვარ მზად, დავასახელო ზუსტი დღე და დრო, როდის გავიმარჯვებთ, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება... ყოველდღე, ყოველ წუთს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთო გამარჯვება პარტნიორებთან ერთად, რაც შეიძლება მალე მოვიდეს", - განაცხადა ერმაკმა. პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად უარყოფითი პროგნოზებისა, რომლებიც კეთდებოდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, ახლა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა დარწმუნებულია უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაში.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)