|
2022-11-19 11:47:08, 1556 ნახვა
ომი უკრაინაში
კირბი - მხოლოდ ზელენსკის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მოლაპარაკებებზე, აშშ მას ამისკენ არ უბიძგებს
მხოლოდ ზელენსკის შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მოლაპარაკებებზე, აშშ მას ამისკენ არ უბიძგებს. - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის წარუმატებლობის ფონზე, კიევს შეეძლო ესარგებლა და ომის დასრულებისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო. "ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესო გადაწყვეტაა ჯარების გაყვანისთვის. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს არის თუ არა ან როდის იქნება მზად, ასევე როგორ გაიმართება ეს მოლაპარაკებები. შეერთებული შტატებიდან მას მოლაპარაკებისკენ არავინ უბიძგებს". - ნათქვამია განცხადევაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)