|
2022-11-18 22:41:26, 1249 ნახვა
პოლიტიკა
ანა ბუჩუკური: სტუდენტები ითხოვენ ელემენტარული პირობების შექმნას პრობლემას სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი
განათლების და მეცნიერების მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, უფრაქციო პარლამენტის წევრმა, ანა ბუჩუკური სტუდენტების სოციალურ პრობლემებსა და სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხს შეეხო. „ყველას კარგად გვესმის, რომ გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად მძიმე ტვირთად იქცა სტუდენტობა თავად სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის. განსაკუთრებით იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც თბილისში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოდიან. ეს საკითხი მე კომიტეტზეც დავსვი ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბიუჯეტის განხილვისას. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ უმძიმეს პრობლემას სახელმწიფომ უნდა გასცეს პასუხი. მესმის, რომ ეს არ ხდება ერთი ხელის მოსმით, ერთ კვირაში და ერთ თვეში, თუმცა, თუ არასოდეს დაიწყებს სახელმწიფო, ყოველთვის იქნება ეს პრობლემა. ჩვენი გუნდი გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას და მუდმივად შეხსენებას ხელისუფლებისთვის, რომ სტუდენტების საკითხი დგას მწვავედ და ეს ახალგაზრდები ბევრს არაფერს ითხოვენ ხელისუფლებისგან. ითხოვენ ელემენტარული პირობების შექმნას, რომ მათ ფიზიკურად შეძლონ სწავლის გაგრძელება", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)