|
2022-11-18 22:40:42, 1170 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე : ევროკავშირი გვთხოვს შესრულდეს რეკომენდაციები
„ევროკავშირი გვთხოვს შესრულდეს რეკომენდაციები!", - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ გამართული დებატების დროს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს რეკომენდაციების შესრულებას სთხოვს. „20 წლის წინ მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში და 10 წელია თქვენ მართავთ ამ ქვეყნას. 20 წლის წინანდელი არგუმენტებით გველაპარაკებით დღევანდელ დღეს. ბატონო ირაკლი, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა რატომ გახდა მაჩანჩალა? მართლაც სად იყო მოლდოვა ან რომელიმე სხვა ქვეყანა საქართველოსთან შედარებით? რომ გიკვირთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიიღო უკრაინამ, რომ ის საომარ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო მოლდოვამ იმიტომ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მეზობლად მდებარეობს, საქართველოს 20% ხომ ოკუპირებულია? ოკუპირებულ ქვეყანას რატომ არ მისცეს მაშინ სტატუსი თუკი ოკუპაციასთან და ომთან არის ეს დაკავშირებული? მოლდოვასა და საქართველოს შორის განსხვავება იმიტომ არის, რომ მოლდოვის ოლიგარქი, რომელიც ხელისუფლებას მართავდა არაბეთის ქვეყნებში დარბის და არავინ იცის სად არის, ხოლო მისი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა შინაპატიმრობაშია. მოლდოვას ჰყავს ევროპული მთვარობა და არჩევნები კი არ ყალბდება, არამედ ელექტრონული მეთოდით, მათ შორის, ემიგრანტების მონაწილეობთ თავისუფალ არჩევნებს ატარებს ქვეყნაში. ევროკავშირი ჩვენ გვთხოვს შესრულდეს რეკომენდაციები!", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)