09:12 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 17:22:44, 1033 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ

ალბათ უბედურება დაგემართებათ, მართლა, კანდიდატის სტატუსი სწრაფად რომ მიიღოს ქვეყანამ, რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. 

როგორც მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ოპოზიცია დავალების მიმცემის ჭკუაზე დადის, ამიტომაც "უცხო ქვეყნის აგენტურა და უსამშობლო ადამიანები" არიან.  

"მართლაც რომ რამე ისე არ კეთდებოდეს, როგორც უნდა კეთდებოდეს, ამ შემთხვევაში, ოდნავ მაინც თქვენი ქვეყანა თუ გიყვართ, უნდა დახუჭოთ თვალი რაღაც-რაღაცებზე და უნდა თქვათ, რომ ეს ხარვეზია და გასწორდება. მე არ მინდა ამის თქმა, მაგრამ თქვენ, თქვენი ტროიკა და დიდი გაერთიანება "ნაცმოძრაობის" სახით და მისი დანაყოფები, თქვენი დავალების მიმცემის ჭკუაზე რომ დადიხართ, ამიტომაც ხართ უცხო ქვეყნის აგენტურა და უსამშობლო ადამიანები.  

ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშვიდობა და ამ ქვეყნის განვითარება არის პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურება, რაც თქვენ გაშფოთებთ ძალიან. ერთი სიტყვა თქვა კაცმა, რომელსაც უშუალოდ ეხება ევროპის გაფართოებაზე ზრუნვა და რუსეთის აგენტი ეძახეთ, თქვენ ალბათ უბედურება დაგემართებათ, მართლა, კანდიდატის სტატუსი სწრაფად რომ მიიღოს ქვეყანამ. რატომ არ გიყვართ ეს ქვეყანა ასე ხალხო, რამ გაგაგიჟათ და რა გჭირთ",- განაცხადა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება",- განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics