|
2022-11-18 14:12:10, 1266 ნახვა
პოლიტიკა
ჩარკვიანი - რა დაგვრჩება, თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას - ირანის და რუსეთის გარემოცვა
რა დაგვრჩება,თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას - ირანის და რუსეთის გარემოცვაში დავრჩებით, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბევრი კანონი არსებობს, ძალიან საინტერესო, რომელიც არ სრულდება და ასევე დარჩება მაგიდაზე, თუ არ მოხდა სასამართლო სისტემის სრული რეფორმა. "მგონი აქ ევროპის აღზრდა გადაწყვიტეს და ევროპა არსებობს უკვე ძლიერი, თავისი კონსტიტუციური ჩარჩოთი. ჩვენ ვეხვეწებით დასავლელ პარტნიორებს, რომ აღმოვჩნდეთ მათი ოჯახის წევრი, აქეთ არ გვეხვეწებიან. კანდიდატის სტატუსი იმიტომ არსებობს, რომ მოხდეს რეფორმები. ბევრი კანონი არსებობს, ძალიან საინტერესო, რომელიც არ სრულდება და ასევე დარჩება მაგიდაზე, თუ არ მოხდა სასამართლო სისტემის სრული რეფორმა. ანუ, ბატონო პრემიერო, თქვენ დანახვაზე კი არ უნდა კანკალებდეს რომელიმე პროკურორი, არამედ, თქვენი ინსტიტუცია უნდა მოწმდებოდეს, რადგან ეს სახელმწიფო ინსტიტუციაშია, მხოლოდ ტელეჟურნალისტები არ უნდა აყენებდნენ ამას. რა დაგვრჩება,თუ ამერიკა გადახედავს ყველაფერს და გაიტანს თავის ინვესტიციას - ირანის და რუსეთის გარემოცვაში დარჩენილი საქართველო. ეს არის ღია ღალატი ბატონებო, ეს არის სახელმწიფო ღალატი", - განაცხადა ჩარკვიანმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)