|
2022-11-18 13:51:57, 1211 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს
ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს, - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე განაცხადა. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის ტრიბუნასთან მდგომმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიღწევებზე საუბრის ნაცვლად, ტყუილები ისაუბრა. "ძალიან რთული მოსასმენი იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც ისევ აირჩია, რომ ბევრი ტყუილი ეთქვა იმის ნაცვლად, რომ რამე მიღეწევებზე ესაუბრა. სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი სამშობლოს მიმართ და მივხვდი, რომ ძალიან სწორი მოთხოვნაა ევროკავშირის მხრიდან დეოლიგარქიზაციას როდესაც გვთხოვენ იმიტომ, რომ ბერა ივანიშვილის თანაშემწე არ შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს და ეს უნდა დასრულდეს და საქართველოს მართლაც უნდა მიეცეს შანსი, რომ გახდეს ევროპული ქვეყანა. თქვენ აქ საუბრობდით იმაზე, თუ რა იყო თქვენი ხელისუფლების მიღწევა. თქვენი ხელისუფლების ერთადერთი მიღწევა იყო ის, რომ ძალიან უგემოვნოდ შერჩეული მუსიკის ქვეშ ხელი მოაწერეთ იმ შეთანხმებებს, რომლებზეც იმუშავა თქვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ. სულ მაინტერესებდა შალახორატომ აირჩიეთ ასოცირების შეთანხმების გაფორმებისას. უცნაური გემოვნება გაქვთ როგორც მუსიკა, ასევე პოლიტიკაში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)