19:56 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 11:02:20, 1526 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში თხილის საწარმო - „კახათის თხილი" გაიხსნა

„თიბისის“ მხარდაჭერით, ზუგდიდში თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო - „კახათის თხილი" გაიხსნა. საწარმო თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობო ცენტრს აერთიანებს.

საწარმოში წლიურად 1000 ტონა თხილის გაშრობა და შენახვაა შესაძლებელი, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე რეალიზდება.

საწარმო, რომელშიც 20 ადამიანია დასაქმებული, ნედლეულს ადგილობრივებისგან ჩაიბარებს და 1000-მდე ფერმერს მოემსახურება.

კაკლოვანი კულტურების მიმართულებით, „თიბისის“ ბოლო 3 წლის პორტფელი 294 კლიენტს აერთიანებს, გაცემული დაფინანსება - 219 მილიონ ლარს, ბაზრის წილი კი 54%-ს შეადგენს.

ქართულ თხილს მასშტაბური წარმოებისა და ექსპორტის დიდი პოტენციალი აქვს. 2021 წელს, თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 47 ქვეყანაში 24 000 ტონა თხილი იყო ექსპორტირებული. ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics