|
2022-11-18 09:35:48, 957 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ლუქსემბურგის გლობალური ფორუმის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებს ხვდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი OECD-ისა და ლუქსემბურგის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით იმართება და ეძღვნება ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემო, დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობა და მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კლიმატის ცვლილება, კოვიდ-19-დან გამომდინარე გლობალური კრიზისი, ციფრული ტრანსფორმაცია და მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები. ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი ნიდერლანდების დიგიტალიზაციის მინისტრს შეხვდა. რატი ბრეგაძემ ალექსანდრა ვან ჰუფელენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების განვითარება და ციფრული მმართველობის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა, ერთი მხრივ, გაუზიაროს პარტნიორებს წარმატებული ქართული მოდელი, მეორე მხრივ კი, დანერგოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ამ მიზნით მან საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა. გლობალური ფორუმის დასრულებამდე რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხებზე, შეხვედრებს სხვა კოლეგებთანაც გამართავს.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)