|
2022-11-17 21:57:49, 993 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს, უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი
ამ რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, აბსოლუტურად უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი. სამარცხვინოა ასეთი ჩანაწერები და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ ჩანაწერებს, რაც ხვდება ასეთ რეზოლუციებში - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შესწორების შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით,ცალკეულ ევროპარლამენტარებს აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი. სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი იცის რა ხდება საქართველოში. "გლუკსმანი არის სოციალისტების ჯგუფის წევრი, ეს კაცი იყო სააკაშვილის კორუფციის ერთ-ერთი ბენეფიციარი. დაჰყავდა კუნძულ ბალიზე, ერთად სეირნობდნენ და ა.შ. აქ პარტიულ კუთვნილებას აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მეგობრობაზეა საუბარი. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი. რაღაც მოლოდინები ჰქონდათ ჩვენგან, რომელიც ეტყობა არ გავუმართლეთ. მათ აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი, თორემ ყველამ ყველაფერი იცის. კუბილიუსმა, დამიჯერეთ, ყველა ევროპარლამენტარზე უკეთესად იცის რაც ხდება სინამდვილეში საქართველოში“ - ნათქვამია განცხადებაში.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)