|
2022-11-17 14:29:43, 1297 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარადაჭერით სასტუმრო „ZP Palace“-მა მზის პანელები დაამონტაჟა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ZP Palace“-მა, კომპანია ჯეო ენერჯის დახმარებით, მზის პანელები დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 35 000 აშშ დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 32 000 აშშ დოლარს შეადგენს. „ჩვენ უკვე ექვსი წელია რაც „საქართველოს ბანკის“ პარტნიორები ვართ. მათი ფინანსური მხარდაჭერით და „ჯეო ენერჯისთან“ თანამშრომლობით, სასტუმრო ZP Palace-ის სახურავზე 43.46 კვტ სიმძლავრის მზის სადგურები, გარემოს ზრუნვისა და ელექტრო ენერგიის ხარჯის შემცირების მიზნით დავამონტაჟეთ. ეს სახურავის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 48 000 კვტ.სთ-ს შეადგენს და ინვესტიციის უკუგების პერიოდი ექვსი წელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ „ჯეო ენერჯის“ მიერ შესრულებული სამუშაოებით და, რაც მთავარია, პროექტი დროულად და მაღალი ხარისხით შესრულდა“, - განაცხადა სასტუმრო ZP Palace-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა, მარინა კოდუამ. „საქართველოს ბანკმა“ გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროექტი - ენერგოკრედიტი დანერგა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)