|
2022-11-17 13:30:12, 649 ნახვა
ლაშა ხუციშვილი - სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიზანია სახელმწიფო საწარმოები გახდნენ მომგებიანი და შეეძლოთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსება
სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ფისკალური რეფორმაა ბოლო პერიოდში. რეფორმის ძირითადი მიზანია სახელმწიფო საწარმოები გახდნენ ფინანსურად მდგრადი, მომგებიანი და შეეძლოთ საკუთარი საჭიროებების დაფინანსება ბიუჯეტის მხარდაჭერის გარეშე, და პირიქით, დივიდენდებს იხდიდნენ ბიუჯეტში", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განვლილ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. გამოვლინდა ის საწარმოები, რომელთაც აქვთ კორპორატიზაციის პოტენციალი; დამტკიცდა კორპორაციული მართვის კოდექსი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში დაინიშნა პროფესიული ნიშნით შერჩეული დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო; მომზადდა რეფორმის სტრატეგია; ფინანსთა სამინისტრო განისაზღვრა შერჩეული საწარმოების ფინანსურ ზედამხედველად, რაც იმას ნიშნავს რომ საწარმოების მართვის პროცესში, დარგობრივთან ერთად გაძლიერდება ფინანსური მართვის შესაძლებლობა. ფინანსთა მინისტრის თქმით, უახლოეს კვირებში დამტკიცდება რეფორმის სტრატეგია და აგრეთვე, შემუშავდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება რეფორმის პროცესი საპილოტე საწარმოებში: ელექტროსისტემა, საქართველოს რკინიგზა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, აეროპორტების გაერთიანება.
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)