|
2022-11-17 12:42:02, 677 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა შაჰინს - ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს
ამას რომ მეტყვის, რით განსხვავდება კუბილიუსისგან, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სენატორი ჯინ შაჰინის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა". ზარქუა სენატორის შეფასებებს არასამართლიანს უწოდებს და მისივე თქმით, ასეთი არასწორი ინფორმაციების გამო დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა დეპუტატებმა. "რაც შეეხება შაჰინის განცხადებას, გუშინწინ რა განცხადებაც გააკეთა ევროპის მაღალჩინოსანმა, თან ევროკომისარმა, ეს არ არის კუბილიუსი არჩეული იქ ან გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკაში მოსული ფოტიგები ან გრიგოროვები. არა, ეს არის დანშნული ჩინოვნიკი, ევროკომისარი, რომელიც ევროპის გაფაროებას ხელმძღვანელობს, ეს იყო მნიშვნელოვანი დეტალი. შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, ასეთი არასწორი მიდგომებით, არასწორი ტაქტიკებით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა, ასეთი მიდგომით. არასწორი, არასამართლიანით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს. შაჰინი ამას რომ მეტყვის, რით განსხვავდება კუბილიუსისგან", - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარებს, სადაც სენატორების მხრიდან, საქართველოზე შეფასებითი კომენტარები გაკეთდა. სხდომაზე ასევე განხილული იქნა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)