|
2022-11-17 12:12:50, 742 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილი შეკრულია პუტინის ამოცანებთან და მარტო გვტოვებს რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე
საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და გარდაუვალია ჩვენი გაუცხოვება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, თუ ეს კურსი გაგრძელდა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა. გიგა ბოკერია აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენას გამოეხმაურა და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების ინტერესის გამო, "პუტინის ამოცანებთან" არის შეკრული, რაც ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. „იმის ნაცვლად რომ აშშ-ს სენატში, კონგრესში, ზოგადად აშშ-ში, ვაშინგტონში, ბრიუსელში ახლა ჩვენი მთავრობის ძალისხმევით განხილვის საგანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების სარტყელში მოხვედრა, ნატოში გაწევრიანება, აშშ-სთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ანუ ჩვენი თავისუფლების დაცვა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, ამის ნაცვლად ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დისკუსია არის იმაზე, რომ საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და გარდაუვალია ჩვენი გაუცხოვება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეს კურსი თუ გაგრძელდა. ეს კაცი ივანიშვილის და მისი გარემოცვა საკუთარი ფინანსური და ძალაუფლების ინტერესის გამო შეკრულია პუტინის ამოცანებთან და გვტოვებს მარტო რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე ისე, როგორც ჩვენ აღმოვჩნდით 90-იანებში, როცა გენოციდი მოგვიწყო დასუსტებულმა რუსეთმა. რუსეთის უკრაინის მიერ დამარცხების შემდეგაც ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეცვალა საქართველომ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევცვალოთ ეს მოღალატე რეჟიმი",- ამბობს ბოკერია. შეგახსენებთ, რომ დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარებს, სადაც სენატორების მხრიდან, საქართველოზე შეფასებითი კომენტარები გაკეთდა. სხდომაზე ასევე განხილული იქნა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)