20:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 10:02:10, 1507 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ბავშვების მოტაცებასა და იძულებით გაშვილებას

რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ბავშვების მოტაცებასა და იძულებით გაშვილებას - ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

როგორ ინსტიტუტი იტყობინება, რუსეთში მასიურად ვრცელდება ე.წ დოკუმენტური ფილმები, რომელიც უკრაინელი ბავშვების რუსულ ოჯახებში გაყვანას ასახავს. 

ISW-ის ცნობით, ამას მოწმობს გადაღებული ვიდეოები დონბასელი რამდენიმე უკრაინელი ბავშვის მონაწილეობით, რომლებიც რუსულ ოჯახებში მიიღეს. ვიდეოში ასევე ნათქვამია, რომ რუსმა მარიონეტმა ჩინოვნიკებმა მხოლოდ 2022 წელს დონბასიდან 150 000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს.

ანალიტიკოსებმა ასევე აღნიშნეს ის ფაქტი, რომ რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელი ბავშვების იძულებით გაყვანასა და მათ შვილად აყვანას რუსეთის ფედერაციაში. მან თავადაც კი იშვილა მარიუპოლიდან წამოყვანილი ბავშვი.

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცება ომის დანაშაულია.

14 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან  რუსებმა  უკრაინიდან 10,7 ათასზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აგრესორის ასეთ ქმედებებს ომის დანაშაულად აფასებს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics