|
2022-11-17 08:55:07, 825 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე „ნაცმოძრაობაზე“ - ითხოვდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია, რაც დათესეს, იმას იმკიან
ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, ისინი ითხოვდნენ და აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იყო პარტია, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე, პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებდა. „მართალი გითხრათ თვალს ვადევნებდი ეთერს და ღიმილს ვერ ვიკავებდი, წინა რესპოდენტი ამბობდა, რომ პერსპექტიული ახალგაზრდაა ჩვენი მომავალი თავმჯდომარე ხაბეიშვილიო. ეს არის მათი დამცინავი დამოკიდებულება ხაბეიშვილის მიმართ. სინამდვილეში საზოგადოება თვალს ადევნებს კლანებს შორის ბრძოლას ნაციონალურ მოძრაობაში. ეს იყო პარტია, რომელსაც 2012 წლიდან ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს ერტადერთი - პოლიტიკური შურისძიება. ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, ითხოვდნენ და აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რაც დათესეს, იმას იმკიან. ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო სერია. ბოლო სერიაში ვნახავთ, რომ ის მანდატები, რომელსაც ნაცმოძრაობა უპატივცემულოდ ეპყრობა, ის ადგილები, რომელიც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა პარლამენტში და რომელსაც ისინი მუდმივად ცარიელს ტოვებენ, არც ერთ სხდომაში არ მონაწილეობენ, არც ეკონომიკა აინტერესებთ, არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც თავდაცვის საკითხები, ამას აუცილებლად მოსთხოვს საკუთარივე ელექტორატი. დღეს ხედავთ, რომ ბატონი ბარნოვი, ბატონი დოლიძე და ძალიან ბევრი მათი ტრადიციული მხარდამჭერი პრაქტიკულად ამბობს, რომ ეს აღარ არის ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერდნენ და ამ ლიდერებზე - მელიაზეც და ხაბეიშვილზეც ამბობენ, რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდაო. ეს არის მარტივად ის უკმაყოფილება, რომელიც ჩანს. ეს არის პირდაპირ სიმპტომატური, რომ პარტია კარგავს იმ ელექტორატსაც, რომელიც ქონდა. ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვინც ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი წინა არჩევნებში, მათ ექნებათ უკვე კარგი შესაძლებლობა, თუ ისევ ოპოზიციას უნდათ რომ მხარი დაუჭირონ, ჩაანაცვლონ ეს ტოქსიკური ძალა, ანტისაზოგადოებრივი, ანტიევროპული პარტია ახალი ოპოზიციური პარტიებით, რომლებიც აჩვენებენ, რომ მათ უფრო მეტად შეუძლიათ მუშაობა პარლამენტშიც და უფრო მეტად შეუძლიათ თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესების გარშემო“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)