|
2022-11-15 16:55:00, 894 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - 2024 წლის არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ ადგილებს პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიები დაიკავებენ
ამომრჩევლების დიდ ნაწილს აღარ სჯერა ამ პარტიის,მათ არ ყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით,პარტიის შიგნით მიმდინარეობს დაშლის პროცესი,მიზეზი კი გავლენებია,რომელსაც ვერ იყოფენ დამფინანსებლების და მედიაზე ზეგავლენის ასპექტში. "მათი ამომრჩევლების დიდ ნაწილს აღარ სჯერათ ამ პარტიის,მათ არ ყავთ მომავალზე ორიენტირებული ლიდერები,ასევე არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი.რა თქმაუნდა ეს უკვე არის დიდი იმედგაცრუება ამომრჩევლების ვინც მათ მხარი დაუჭირა.მე დარწმუნებული ვარ რომ მთავარი ოპოზიციის ადგილს პარლამენტში 2024 წლის არჩევნებზე უკვე სხვა პარტიები დაიკავებენ.პარტიის შიგნით მიმდინარეობს დაშლის პროცესი,ვერ იყოფენ კეზერაშვილს,ვერ იყოფენ დამფინანსებლებს და მედიაზე გავლენას", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)