|
2022-11-15 12:33:29, 1032 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მთავრობა ცდილობს, ჩემზე ფრთხილი იყოს, რომ რუსეთის რისხვა არ მოვიზიდოთ, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს
მთავრობა ცდილობს, ჩემზე ფრთხილი იყოს, რომ რუსეთის რისხვა არ მოვიზიდოთ, მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France inter-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა. „ომის მსვლელობის მიმართულება შეიცვალა რამდენიმე კვირის და თვის წინ, როდესაც რუსეთმა გააკეთა მცდარი გათვლები უკრაინის წინააღმდეგობის შესახებ, მცდარი გათვლები ამერიკის და ევროპის შიდა სოლიდარობის შესახებ, უკრაინის წინააღმდეგობის ხანგრძლივობის შესახებ, და დღესაც მცდარი გათვლა იმის შესახებ, რომ შეიძლება უკრაინაზე, ან მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა ატომური მუქარით, რომელიც სხვა ეპოქისაა”,- განაცხადა ზურაბიშვილმა. ჟურნალისტის შეკითვაზე, ომის დაწყებიდან 8 თვენახევრის შემდეგ, ვის მხარეს არის საქართველო, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულიად უკრაინის გვერდით დგას. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პოზიციას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. „დიახ, ვიმეორებ, რომ მოსახლეობის პოზიცია სრულიად ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ საქართველო, ბოლო პერიოდებში, რუსეთის მიერ სამჯერ იყო დაპყრობილი და დღეს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ამაზე კითხვის ნიშანი არ ისმის. ეხლა რაც შეეხება მთავრობას, ის ცდილობს იყოს ფრთხილი, ჩემზე უფრო ფრთხილი, უკრაინის მიმართ ჩემს მხარდაჭერაში მე ძალიან ექსპრესიული ვარ! ცხადია არის განსხვავება ჩემს და მთავრობას შორის, რომელიც მიიჩნევს და ეს მისი გადაწყვეტილებაა რომ, უფრო ფრთხილი რიტორიკაა საჭირო, რომ არ მოვიზიდოთ რუსეთის დამატებითი რისხვა. მე არ ვიზიარებ ამ სიფრთხილეს, მაგრამ ვიზიარებ იდეას, რომ სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, ახალი ხაზი არ გაავლოს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს შორის. რუსეთმა არ უნდა იფიქროს, რომ ხვალ, უკრაინაში დამარცხების შემდეგ, რაც მისთვის დამამცირებელი იქნება, საქართველოში იგი საკუთარი უმწიკლოების აღდგენას შეძლებს. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ ერთ კალათაში ვართ, და ის რაც ეხება უკრაინას სოლიდარობის და მხარდაჭერის კუთხით, უნდა შეეხოს ხვალ საქართველოსაც”,- დასძინა პრეზიდენტმა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)